
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. ოქროს მედლები გადაეცემათ საშუალო საფეხურის შემდეგ კურსდამთავრებულებს: თეკლა სიკინჭალაშვილს, მარიამ შავაძეს, ნიკა აჭარაძეს, დიანა გოგოლაძეს, ნანა აბესაძეს, გიორგი ხვედელიძეს. ხოლო ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან დაჩი აბდუშელიშვილი, ნინო ბიწაძე და რუსუდან მგალობლიშვილი.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მომავალი ცხოვრების გზაზე ასევე წარმატებული ნაბიჯების გადადგმას და დამსახურებულ კარიერულ მიღწევებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები