ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ქულები ცნობილია
03-08-2020

მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების შედეგები ცნობილია. ამ ორი საგნით დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება. 

შედეგების სანახავად გადადით ბმულზე: 

შედეგებთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტების ნიმუშებსა და სწორ პასუხებს აქვეყნებს: 

მათემატიკის ტესტი და სწორი პასუხები 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი და სწორი პასუხები  

ინსტრუქცია: აბიტურიენტები შედეგების სანახავად უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, შეიყვანონ პირადი მონაცემები - პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი. ქულების გაგება ასევე შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებისთვის იქნება კოდი: 93333.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან დაანონსა. ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს სესიების რაოდენობა გაიზარდა, საგამოცდო პროცესი კი დამატებითი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203