
აფხაზეთის N3 საჯარო სკოლას ბევრი ღირსეული და წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მოსწავლეებმა ეს სასწავლო წელიც წარჩინებით დაასრულეს. საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის მოსწავლეები განათლების სამინისტროსგან პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
ლეპტოპის მფლობელები იქნებიან: მირანდა გაბისკირია, ბელა ნაჭყებია და ნინო გოგოხია.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წელიც ასვე წარმატებული იქნება ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.