წერეთლის საჯარო სკოლა ორმა მოსწავლემ ოქროს მედალზე დაამთავრა
03-08-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებულებს შორის ორი ოქროსმედალოსანია: ედგარ მაზმანიანი და ალექსანდრე იოსიპოვი.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წანსვლას პირადსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვფიქრობ, რომ მათი წარმატება მოტივაციას აუმაღლებს ჩვენს მოსწავლეებს და სტიმულს მისცემს მომავალში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203