
საამაყოა, როდესაც სხვადასხვა გარეფაქტორი ადამიანთა მიზანსწრაფულობას ხელს ვერ უშლის და წარმატებისკენ სავალ გზაზე ვერ ეღობება.
ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ როდესაც სწავლა გსურს, დისტანციური სწავლება თუ ეპიდემია ვერ დაგაბრკოლებს.
Etaloni.ge-ს ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორმა, თემურ გეგიძემ აცნობა, რომ მათი სამი კურსდამთავრებული ოქროსმედალოსანია.
ემზარ ჩაჩუამ, მარი ლორთქიფანიძემ, თამარ ოჩხიკიძემ წარჩინებით დაასრულეს სკოლა და ცხოვრების ახალ ეტაპს ოქროს მედლებით ხელდამშვენებულნი შეხვდებიან.