წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლე ლილე ჩხაბერიძე აქტიური სასკოლო ცხოვრებისთვის სიგელით დააჯილდოვა
03-08-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს, ლილე ჩხაბერიძეს გვაცნობს. ლილე დისტანციური სწავლების დროს ბევრს საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდა.

„ლილე ჩხაბერიძე მე-6 კლასის მოსწავლეა. ლილე სკოლის სახე და ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილეა. დისტანციური სწავლების დროს ლილეს ჩართულობა ონლაინ სწავლებაში და სკოლის ღონისძიებებში ძალიან მაღალი იყო. ეს საოცარი გოგონა თავის ვიდეოებში დიდი გულისხმიერებით გვიყვებოდა საყვარელი წიგნებისა და მთავარი გმირების შესახებ, გვიკითხავდა ლექსებს სხვადასხვა ენაზე, გვამხნევებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასევე უვლიდა და ახალი ნარგავებით ალამაზებდა  საკუთარ ეზოს. მოამზადა დამხმარე რესურსი ისტორიაში, რამდენიმეჯერ ჩაწერა და გამოგვიგზავნა სკოლის ჰიმნი და სხვა. აქტიური სასკოლო ცხოვრებისთვის ლილე დაჯილდოვდა სკოლის დირექციის სიგელით. წარმატებები ლილეს!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203