ბალდის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური სამმა მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა
03-08-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემ აღმოჩნდა.

წარმატებით დასრულებული სასწავლო წლისა და ზედმიწევნით შესრულებული ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი მაგალითი კი საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები - ანი ბჟალავა, თიკა ბართია და მარი წულაია გახლავთ, რომლებმაც მე-9 კლასიც წარჩინებით დაასრულეს, და სახელმწიფო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203