
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოულოდნელობებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სამმა მოსწავლემ: ნია მუშკუდიანმა, ანა გაგოშიძემ და ქეთი სირაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
საბაზო საფეხურის წარმატებული კურსდამთავრებულები განათლების სამინისტროსგან პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.