
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა საჯარო გამოსვლისა და დებატების კონკურსში აქტიურად ჩაერთო.
კონკურსში - „საქართველოს ახალგაზრდულ ხედვა“ ქედის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: რეზო კედელაშვილი და ანა ბუჩუკური მონაწილეობდნენ. მოსწავლეები „საჯარო გამოსვლისა და დებატების კონკურსი დედოფლისწყაროში“ დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.