
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების პერიოდი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს. ისინი ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ერთვებოდნენ და სახალისო აქტივობებშიც მონაწილეობდნენ.
დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს და საკუთარი შემოქმედება ერთმანეთს ვიდეოს სახით გაუზიარეს. მათ შორის არის ანასტასია ავალიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ბჭყვიალა ნივთები, ამიტომ ყვავილები თვლებით გააფორმა. ნატალიამ გიორგი ბერიძე და ნიკოლოზ ნიკოლაძე გამოიწვია.
იხილეთ ნატალიას ნამუშევარი ვიდეოში