გელათის საჯარო სკოლის პედაგოგები დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდნენ
31-07-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის პედაგოგები 28 ივლისს დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდნენ.

მასწავლებლებმა გიგანტურ ხეებთან ერთად (კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი) მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დაათვალიერეს.

„საინტერესო იყო პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის ფრინველის ნახვა, რომელთა უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. ასევე, გაშენებული ბამბუკის ტყეც“ - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში. 

გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა პარკში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ისინი აღნიშნულ პარკს ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებთან ერთად კვლავ ესტუმრებიან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203