ოქროსა და ვერცხლის მედლები - საქობოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება
31-07-2020

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების აუცილებლობამ საქართველოს სკოლები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, საბოლოოდ, სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ყველამ ერთად ღირსეულად გაართვა თავი შექმნილ ვითარებას.

ამის ნათელი მაგალითი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაა - ადგილობრივმა მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებს და გამოსაშვები - მე-12 კლასიც მედლით ხელდამშვენებულებმა დააგვირგვინეს.

თამთა ჯოხარიძემ ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო ნანუკა მახარაშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო. საბაზო საფეხურის მოსწავლეები ლიკა კვიჟინაძე, ბარბარა ბონდარევა, ლანა ჯოხარიძე, ნუცა ყარალაშვილი, ნოდარ ნადირაშვილი, შოთიკო სესიტაშვილი, ნინო ბოლაშვილი საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები გახლავთ. შეუძლებელია, ამ მონაცემებით არ იამაყო და საქობოს სასკოლო საზოგადოებაც ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203