მერეთის საჯარო სკოლას სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს
31-07-2020

სასწავლო წელი დასრულდა და მიუხედავად იმისა, აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინში არიან, საქართველოს სასკოლო საზოგადოება ახლაც ხარობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის შედეგებით.

გამონაკლისი არც  გორის მუნიციპალიტეტის, მერეთის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც  მე-12 კლასი, წარჩინებით - ოქროს მედალზე დაასრულა სამმა მოსწავლემ: გაგა ძაბახიძემ, ლიზი მარიამიძემ და ანასტასია გაგლოევამ.

საბაზო საფეხურის ასევე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ქეთევან მახარაშვილს,მარიამ ლაფაჩსა და ანანო რომელაშვილს კი საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ.

მერეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი წარმატებებს უსურვებენ ყველა მოსწავლეს და ულოცავენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203