როდინაულის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულმა, ნუგზარ გოგბერაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა
31-07-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

სკოლას წელს ერთი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე ნუგზარ გოგბერაშვილმა დაამთავრა. 

ასევე საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს მოსწავლეებმა - გივი გვენეტაძემ, მარიამ გოგბერაშვილმა, იური ვარდოსანიძემ, გიორგი ზიბზიბაძემ, ნინო კვინიკაძემ, ქრისტინე კობახიძემ, ანა ლობჯანიძემ, თამარ მესხიშვილმა და საბა მშვილდაძემ. მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლას 2019-2020 სასწავლო წელს ყავს ერთი ოქროსმედალოსანი ნუგზარ გოგბერაშვილი, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცემათ საჩუქრად 9 მოსწავლეს: გივი გვენეტაძეს, მარიამ გოგბერაშვილს, იური ვარდოსანიძეს, გიორგი ზიბზიბაძეს, ნინო კვინიკაძეს, ქრისტინე კობახიძეს, ანა ლობჯანიძეს, თამარ მესხიშვილს, საბა მშვილდაძეს. 

სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს სკოლის ყველა კურსდამთავრებულს. წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო მომავალს უსურვებს მათ და სკოლის ყველა მოსწავლეს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203