წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერ და აქტიურ მოსწავლეს, თემურ კობახიძეს გვაცნობს
31-07-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ნიჭიერ და აქტიურ მოსწავლეს, მე-5 კლასელ თემურ კობახიძეს გვაცნობს. თემური გატაცებულია ხატვით. იგი აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სწავლებაში. ხშირად აგზავნიდა დამხმარე რესურსებს ნახატების სახით ქართულ ენაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებაში, მუსიკაში, ინგლისურსა და სხვა საგნებში.

„განსაკუთრებით ბევრი რესურსი გამოაგზავნა მან საგანში „ჩვენი საქართველო“, მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე, ოჯახის საერთაშორისო დღეს გაგვაცნო თავისი ოჯახი, დედამიწის დღეს გამოგვიგზავნა ფოტოები, თუ როგორ უვლის საკუთარ ბაღს პატარა ძამიკოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“ ნომინაციაში „ნიჭიერი ხერლოვანი“.
მადლობას ვუხდით თემურს ასეთი თბილი და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებისადმი სკოლის მიმართ.
გვჯერა თემურის სახით კარგი პიროვნება და შემოქმედი ეზრდება სამშობლოს! წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგო თქვენი მშობლიური მე-4 საჯარო სკოლა!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203