
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს.
წელს სკოლას სამი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე - სალომე ღუღუნიშვილმა, მარიამ მგელაძემ და თორნიკე კაპანაძემ დაამთავრეს.
საბაზო საფეხური კი წარჩინებით ქრისტინე წიკლაურმა, ელენე წიკლაურმა და ნატო ლაფაჩმა დაასრულეს.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
სკოლა მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.