''განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016'' გაიმართა
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით, „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, რომლებმაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვეს.
ფორუმზე წარდგენილები იყვნენ დამსაქმებლები, კერძო და სახელმწიფო უწყებებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.