
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ორგანიზებულად დასრულდა.
რუისპირის საჯარო სკოლას წელს ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. ოქროს მედლის კანდიდატი - გელა პაპუნაშვილია და ვერცხლის მედლის კანდიდატი კი - ეთერი თანდილაშვილი
საბაზო საფეხური კი წარჩინებით დაამთავრა დომენტი აბრამიშვილმა. წარმატებით სწავლისთვის მოსწავლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ორგანიზებულად დასრულდა.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მზად შეხვდნენ ახალი ტიპის გამოწვევას და წარმატებით გამოიყენეს სწავლა-სწავლების ონლაინ ფორმატი.
მოგეხსენებათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო უკვე მრავალი წელია ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:აქედან გამომდინარე სკოლას ჰყავს ერთი ოქროს მედლის კანდიდატი - გელა პაპუნაშვილი და ვერცხლის მედლის კანდიდატი- ეთერი თანდილაშვილი.
ვულოცავთ მოსწავლეებს აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო მეტ წინსვლას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გამოგზავნილ წერილში.