მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი მახარაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
31-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მეგი მახარაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა, რის გამოც განათლების სამინისტროსგან ლეპტოპით დასაჩუქრდება.

სკოლამ საბაზო საფეხურის მოსწავლეები დისტანციურად გააცილა.

სკოლა საბაზო საფეხურისაა, შესაბამისად, მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ.

კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203