თეთრიწყაროს N1 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ
31-07-2020

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს. პედაგოგებმა პატარებისთვის ვიდეო მოამზადეს და ფოტოებით ერთად გატარებული წლები გაახსენეს. მათ მოსწავლეებს ლაღი, ფერადი, საინტერესო, ლამაზი სიახლეებით დატვირთული ბავშვობა უსურვეს.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ იზრუნებენ მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, ასევე იზრუნებენ რომ პატარებს შეუქმნან პირობები, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზება.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203