დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ უბანში გამოფენები მოაწყვეს
31-07-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ხასიათის აქტივობა - „ხელოვნება და საკუთარი უბანი“ განახორციელეს.
მე-7ა და მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა საკუთარ უბანში გამოფენები მოაწყვეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.