ლესის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შაინიძე გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა
31-07-2020

ლანჩხუთის საჯარო სკოლის ლესის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ შაინიძემ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატება მოიპოვა, რის გამოც სერტიფიკატთან ერთად საჩუქარიც დაიმსახურა.

„ძალიან გაგვახარა VI კლასის მოსწავლემ - მარიამ შაინიძემ. მარიამმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ გარემოსდაცვით კონკურსში „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“.

კონკურსში მარიამის ნამუშევარმა დაიმსახურა მოწონება და მას სერტიფიკატთან ერთად საჩუქარიც გადაეცა. შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე მარიამს პრიზი სახლში მიუტანა ამავე ორგანიზაციის კოორდინატორმა გურიაში ნინო ცეცხლაძემ.

ვულოცავ მარიამს, ბუნებისმეტყველების მასწავლებელს თამარ დარჩიას, მთელს სკოლას მარიამის წარმატებას!!! უამრავ წარმატებას გისურვებთ!!!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203