ახოს N1 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა „გლახის ნაამბობი“ განიხილეს
31-07-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობასთან არსებულმა წიგნის მოყვარულთა კლუბის აქტიურმა წევრებმა - ბექა ბოლქვაძემ და მარიზი ბოლქვაძემ წიგნის განხილვა ჩაატარეს. აქტივობა იქამდე განხორციელდა, სანამ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდა.

მოსწავლეებმა, კლუბის წევრების გადაწყვეტილებით, განიხილეს ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“. დისკუსიაში თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და აქტიურად მონაწილეობდნენ: ელისო ბოლქვაძე, ლუკა თავდგირიძე, მანანა ბოლქვაძე, მაკა შანიძე, საბა დიასამიძე, ანრი ბოლქვაძე. განხილვამ საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203