თბილისის N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა - ნინო ბუიღლიშვილმა და თეონა ალუდაურმა ოქროს მედალზე დაამთავრეს
31-07-2020

თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

წელს სკოლას ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე ნინო ბუიღლიშვილმა და თეონა ალუდაურმა დაამთავრეს. 

ნინო ბუიღლიშვილი​​ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გამართულ კონფერენციაში - „ენა, მამული, სარწმუნოება“ I ხარისხის დიპლომის მფლობელი და ეროვნული ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა. თეონა ალუდაური კი ეროვნული ოლიმპიადის აქტიური მონაწილე გახლავთ. 

ასევე საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს ელენე აბაზაძემ, ნინო ქაჯაიამ და ბექა ღონღაძემ. 

მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203