
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა ანა მაკარაძემ და გიორგი მაკარაძემ ოქროს მედალზე დაამთავრეს.
ასევე წარჩინებით დაასრულეს საბაზო საფეხური მოსწავლეებმა - ნიკა ხვისტანმა, თამარ მაკარაძემ, მარი მაკარაძემ, ზაზა გაბაიძესმ და მარიამ მარგველანმა.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
სკოლა კურსდამთავრებულებს და მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა ულოცავს ანა მაკარაძეს და გიორგი მაკარაძეს სკოლის დამთავრებას ოქროს მედალზე. ვუსურვებთ მათ წინსვლას, წარმატებას და ღირსეულ მოქალაქეობას ცხოვრების ახალ ასპარეზზე.
ასევე ვულოცავთ ნიკა ხვისტანს, თამარ მაკარაძეს, მარი მაკარაძეს, ზაზა გაბაიძეს და მარიამ მარგველანს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა საშუალო საფეხურზე და გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.