სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დღეიდან დაიწყო და 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს 25 აგვისტოს შეეძლებათ.
მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა მიმართონ და დროულად წარადგინონ მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტები.
მობილობის საინფორმაციო ბუკლეტი
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე students.emis.ge