„ქართული მხატვრული ფილმების მატიანე“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეების მორიგი პროექტი
31-07-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესი ნაყოფიერად ჩაამთავრეს. ბავშვები უამრავ საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ.

V კლასმა (დამრიგებელი ბელა ხეცურიანი) მორიგი პროექტი „ქართული მხატვრული ფილმების მატიანე“ შემოგვთავაზა.

მოსწავლეები, დამრიგებლის ორგანიზებით, ონლაინ, თიმსის პროგრამის საშუალებით, კვირაში ერთხელ უყურებდნენ ქართულ ფილმებს. ფილმის დასრულების შემდეგ მსჯელობდნენ ფილმში ასახულ მოვლენებზე, იდეაზე, თემატიკაზე, დედააზრზე...

აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია, ცნობიერების ამაღლება ქართული მხატვრული ფილმების სფეროში.

სიუჟეტი, რომელსაც წარმოგიდგენთ, სწორედ ამ თემას ეხება. მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ გარეთ გადმოინაცვლეს და დაინტერესდნენ მოქალაქეების ცოდნით, თუ რამდენად კარგად იცნობენ ქართულ მხატვრულ კინოხელოვნებას.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203