აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლონეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ონლაინპროექტში მონაწილეობენ
30-07-2020

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთობლივ ონლაინ პროექტში მონაწილეობენ, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკის, გდანსკის N57 სკოლა ახორციელებს.

პროექტში ორივე ქვეყნის 6-15 წლის მოზარდები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ერთვებიან. ისინი Microsoft Teams მეშვეობით კვირაში ერთხელ იკრიბებიან. მოსწავლეთა მთავარი საკომუნიკაციო ენა არის ინგლისური, ბავშვები ასევე სწავლობენ პოლონურს და ქართულს.

„უკვე წარმატებით დავასრულეთ პირველი ეტაპი და მოსწავლეებმა სამახსოვროდ პროექტის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატები მიიღეს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203