დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლე საბა ალთუნაშვილი ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს
30-07-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე საბა ალთუნაშვილი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 100 ლარს მიიღებს.

TBC - თიბისის 2020 წლის 68 სტიპენდიანტს შორის 9 Junior Achievement Georgia-ს სტუდენტია, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო პროგრამები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.

მათ შორის არის არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლების“ პროგრამაში ჩართული დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე საბა ალთუნაშვილი, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი გადაეცემა სტიპენდიის სახით.

სკოლა ულოცავს საბას და მის პედაგოგს ესმა ურუმაშვილს ამ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203