
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლა მარტიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.
მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
უცხო ენების კათედრამ მე-11 კლასის მოსწავლის -გიგა ჩოგოვაძის ინიციატივით განახორციელა ონლაინ პროექტი „გამოიწვიე მეგობარი“, ესთეტიკის კათედრამ - პროექტი ხელოვნებაში - „გააცოცხლე პორტრეტი“, მათემატიკის კათედრამ - თამარ დვალის პროექტი „გასეირნება გალერეაში“, პირველი კლასის დამრიგებლის - მზია ფანჩულიძის ინიციატივით და მშობელთა ჩართულობით სასწავლო წლის ბოლოს განხორციელდა პროექტი, შეიქმნა ვიდეოკოლაჟი, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები.