„პატარა გიდები“ - თერჯოლის N2 სკოლის მოსწავლეები ქართული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს
30-07-2020

ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივაში, რომელიც ქართული ისტორიული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, თერჯოლის  N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

„მარიამ ბოჭორიშვილმა (მე-3 კლასი) და ნინუცა ტალახაძემ (მე-6 კლასი) წარმატებით გაართვეს თავი „პატარა გიდების“ პროექტის საჭიროებებს  და აჩვენეს ქართული ხელოვნების ნიმუშებისა და   ეთნოგრაფიული მუზეუმების ექსპონატების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული.

ასევე გაეცნენ ტექნოლოგიურ ხერხებს, დაძლიეს კამარებთან მუშაობის სირთულე და აიმაღლეს მოტივაცია, გაუჩნდათ სურვილი, თავადაც შექმნან ხელოვნების ნიმუშები.

მადლობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ასეთი შესაძლებლობისათვის და პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს, ხელოვნების განყოფილების კურატორს, ხელოვნებათმცოდნე ნინო სარავას ამ ინიციატივისათვის.

მარიამ და  ნინუცას კი წარმატებებს ვუსურვებთ თერჯოლის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები და ყველა გულშემატკივარი“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203