
თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 2019-2020 სასწავლო წელს სკოლას სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს. ესენი არიან: ლარისა ჰაკობიან, მილენა პეტროსიანი და ჰასმიკ დარბინიან.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საბაზო საფეხურზე 2 წარჩინებული მოსწავლე ნატალი პეტროსიანი და დიანა მარაბიანი დაჯილდოვდება. განათლების სამინისტრო საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს ლეპტოპებით აჯილდოვებს.