ჩხორიის საჯარო სკოლის 2 მასწავლებელი 2020 წლის საუკეთესო ლიდერ პედაგოგად დასახელდა
30-07-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის 2 მასწავლებელი პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2020 წლის საუკეთესო ლიდერ პედაგოგად დასახლდა.

​ასოციაცია „ ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, დასახელებულ 2020 წლის 4 საუკეთესო ლიდერ მასწავლებლებს შორის ორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგია.

ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების კლუბის მიმართულებით - 2020 წლის საუკეთესო ლიდერი პედაგოგი მზია ქარდავა გახლავთ.

ინგლისური ენის კლუბის მიმართულებით - 2020 წლის საუკეთესო ლიდერი პედაგოგი კი ნინო ჯოჯუაა.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მათ საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მინიჭებას და ამ დღის ემოციებისთვის მადლობას უხდის ასოციაცია „ ათინათის“ ხელმძღვანელს რუსუდან ყალიჩავას, თანამშრომლებს სალომე ჟვანიასა და სალომე გუგუჩიას, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელთაც დააფასეს მასწავლებლების შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება. პედაგოგებს კი უსურვებს ბევრ ასეთ სასიხარულო და
სადღესასწაულო დღეებს ცხოვრებაში.

პროექტს - „ ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ახორციელებს ასოციაცია „
ათინათი“ გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203