მარტყოფის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებმა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაამთავრეს
30-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს და პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში გადაეცემათ ლეპტოპები არიან: ქეთევანი მამუკაშვილი, მაგდა უსტარაშვილი, მეგი გელიაშვილი, ნინო საათაშვილი და სალომე ჩიტრეკაშვილი. 

ოქროს მედლები გადაეცემათ 2019-2020 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებს: ბექა კირეულიშვილს, მირანდა ბერუაშვილს, სალომე სამჭკუაშვილს, ხოლო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდება სოფიკო ობოლაშვილი. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ყოველივეს. ბედნიერი სტუდენტობა და ულევი წარმატება ცხოვრების ფართო ასპარეზზე“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203