ტყიბულის N2 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება
30-07-2020

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და დასრულების შემდეგ ახალი სასკოლო ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. სკოლის ეზოში მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.

საჯარო სკოლა ძველი შენობის ადგილზევე შენდება, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.

სასწავლო შენობაში საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია ასევე კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი და დამხმარე სათავსოები... მოეწყობა ი.ს.ტ-ის კაბინეტი, რომელიც აღიჭურვება უახლესი მოდელის კომპიუტერებითა და სათანადო ტექნიკით. სკოლის აღიჭურვება ასევე თანამედროვე გათბობის სისტემით და ექნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და შესაბამისი სველი წერტილები. 

"სკოლა ამჟამად იმყოფება ალტერნატიულ ფართში. შ.პ.ს. "მილერი და კომპანიის" მფლობელებმა თავიანთ საკუთრებაში არსებული შენობა დროებით მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოგვცეს სკოლის მშენებლობის დასრულებამდე და მადლიერება გამოვხატო აღნიშნული კომპანიის მფლობელების მიმართ სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და დირექციის სახელით"-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203