
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ თოდრიამ და როლანდ კიკვაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„სკოლას ჰყავს ორი საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს 9 კლასი და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპი დაიმსახურეს. ესენი არიან - მარიამ თოდრია და როლანდ კიკვაძე. ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.