ციხისფერდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - არჩილ დიასამიძემ და მარიამ ნიკოლაიშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
30-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არჩილ დიასამიძემ და მარიამ ნიკოლაიშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. 

მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის დამთავრებისას ყოველ წელს ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც საშუალო საფეხურს ოქროსა და ვერცხლის მედლებით ამთავრებენ. არც წლევანდელი სასწავლო წელი იყო გამონაკლისი ორი წარჩინებული მოსწავლე: არჩილ დიასამიძე და მარიამ ნიკოლაიშვილი პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღებენ ლეპტოპებს. მინდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით მივულოცო მათ პირველი წარმატება და ვუსურვოთ კიდევ ბევრი წარმატებები ლამაზი ცხოვრების გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო ნადირიძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203