
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიკა ჭოლოკავამ და თამარ ქაშიბაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს.
კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.