
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახაშნის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები საყვარელ პირველ მასწავლებელს დისტანციურად გამოემშვიდობნენ და გამოსაშვები ვიდეორგოლი წარმოადგინეს. პატარებმა ერთად გატარებული წლები გაიხსენეს. საყვარელ მოსწავლეებს მასწავლებელმა სიტყვით მიმართა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელ დღეს! წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!!!“-ასე დაემშვიდობა პედაგოგი თამარ პაპოშვილი პატარებს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე