ლანჩხუთის N1 სკოლის IV კლასელებმა მასწავლებლებისადმი მადლიერება ლექსებით, ჩანახატებითა და მუსიკალური ნომრებით გამოხატეს
30-07-2020

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, გაეხალისებინათ სასწავლო წლის დამთავრება და დისტანციურად მადლიერება გამოეხატათ პედაგოგების მიმართ ლექსებით, ჩანახატებითა და მუსიკალური ნომრები.
კლასის დამრიგებელმა მედეა დანელიამ კი გზა დაულოცა პატარებს და ნაყოფიერი მუშაობისთვის სერტიფიკატი გადასცა:

გშორდები, რადგან
კვლავაც მინდა რომ ვიყოთ ერთად.
მივდივარ, რადგან
მომენატრა შეხვედრა თქვენთან.

გპირდებით, თქვენ ჩემი მზრუნველობის ქვეშ იქნებით დიდხანს, სანამ ეს თქვენ დაგჭირდებათ. საფუძველი კარგი გაქვთ. ახალ გარემოს მოერგეთ და შედეგზე გახვალთ. ცოდნა დააგროვეთ, ჯანმრთელობა ისურვეთ და ღმერთს მადლობა უთხარით, ასე ლაღი, მოაზროვნე და ხალასი ნიჭით დაჯილდოებული რომ ხართ. დროს გაუფრთხილდით, არ გაფლანგოთ, იცოდეთ წამის ფასი, გჯეროდეთ, ყველაფერს შეძლებთ. მიყვარხართ და უკვე მენატრებით!“-მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეოები















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203