
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა წელს 9 მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა.
მოსწავლეებმა დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვეს თავი. ეროვნულ გამოცდებზე 7 მოსწავლე გავიდა.
სკოლას წელს 2 ოქროს და ერთი ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე - სოფიო მკერვალიძემ და მარიამ ბექაურმა დაამთავრეს, ვერცხლისმედალოსანი კი - მარიამ ხუციშვილი გახლავთ.
სკოლა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო! სიყვარულითა და სიამაყით მინდა მოგილოცოთ სტუდენტობის ყველაზე ბედნიერ ხანა თქვენს ცხოვრებაში.. მინდა აღვნიშნოთ, რომ სკოლა წარმატებით დაამთავრა 9 მოსწავლემ, რომლებმაც დისტანციურ სწავლებას აქტიურად გაართვეს თავი და ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 7 მოსწავლე. სკოლას 2020 წლის კურსდამთავრებულებში ჰყავს 2 ოქროს (სოფიო მკერვალიძე და მარიამ ბექაური) და 1 ვერცხლისმედალოსანი (მარიამ ხუციშვილი)“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები