
ქედის მუნიციპალიტეტის ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა ძალიან მოსწონთ. სწორედ ამიტომ თებერვალში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა სკოლის ინტელექტუალური კლუბის მიერ ჩატარებული თამაში „რა? სად? როდის?“.
თამაშში IX-X კლასების მოსწავლეთა ორი გუნდი მონაწილეობდა: „იბერიელები“ და „ლილე“. თამაშის მსვლელობისას, მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ სიღრმისეული ცოდნა გამოავლინეს. სერტიფიკატი გადაეცა ორივე გუნდს.
იხილეთ ფოტოები