„წლები რაა შენთვის, იდექ სამარადისოდ!“ - ელისო ჩოგოვაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლას იუბილეს ულოცავს
29-07-2020

2020 იოსებ ოცხელის სახელობის საჯარო სკოლისთვის საიუბილეო - 140-ე წელა და სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს სკოლის კურსდამთავრებულები ვიდეომიმართვებით სასკოლო ისტორიებს აცოცხლებენ და იხსენებენ სკოლის კედლებში გატარებულ წლებს.

ელისო ჩოგოვაძემ, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ხელმძღვანელიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სიყვარულითა და სითბოთი იხსენებს ქუთაისის N2 საჯარო სკოლას, საოცარ პედაგოგებსა და მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, ხოლო მშობლიურ სკოლას შემდეგი სიტყვებით ულოცავს 140 წლის იუბილეს:

„წლები? წლები რაა შენთვის, იდექ სამარდისოდ!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203