
გორის N4 საჯარო სკოლამ, სასწავლო წლის დასასრულს ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან 2019-2020 წელს 18 მედალოსანი გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
18 მედლიდან, 15 ოქროა, 3 ვერცხლი, რაც, დაგვეთანხმეთ, სკოლისთვის უდიდესი მიღწევაა და ამ მონაცემებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწავლის სურვილმა არც პანდემია იცის, არც დრო და არც ამინდი.
ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ გორის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს და ვიმედოვნებთ, ოქრო-ვერცხლის მედლების წვიმით კიდევ არაერთი სასწავლო წელი დასრულდება.