
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის N2 საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულ სკოლებს შორისაა.
ფასანაურის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში აქტიურად იყო ჩართული.
ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსს გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად 2019-2020 საკონკურსო წლის განმავლობაში 360 ეკოკლუბი შეუერთდა.
2019 წლის აპრილიდან დარეგისტრირებული ეკოკლუბები forestry.ge-ზე ონლაინ სისტემის საშუალებით აგზავნიდნენ ინფორმაციას ეკოკლუბის საქმიანობების შესახებ. კონკურსის წესების შესაბამისად, თითოეული საქმიანობისთვის ეკოკლუბს შესაბამისი ქულა ენიჭებოდა. ფასანაურის N2 საჯარო სკოლამ 7,200 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ფოტოები: