
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭრებალოს საჯარო სკოლამ წარმატებით დაასრულა სასწავლო წელი და ორმაგად საამაყოა ის, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, არც დისტანციური სწავლება აღმოჩნდა ბარიერი მათთვის, ვისაც სწავლა ნამდვილად უნდა.
ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორს, მაკა ვაწაძეს კი საამაყო ნამდვილად აქვს, რადგან იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველოს განათლების სისტემა აღმოჩნდა, ორი მედალოსანი გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე - საბა გაგოშიძემ და ელგუჯა თვარაძემ სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეს, ჭრებალოს სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ანა ჩიკვაიძე და ლუკა კენჭაძე საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევისთვის, სამინისტრომ კომპიუტერებით დაასაჩუქრა, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ კომპიუტერით დაჯილდოვდა ანი გოგოლაშვილი.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და მადლობას უხდის განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისა და აღიარებისათვის“, - განაცხადა