
დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა ვიდეო-მიმართვა მოამზადეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც თამბაქოს მავნე ზემოქმედებას შეეხებოდა.
„მოდით, უარი ვთქვათ მოწევაზე!", „ნუ გაცვლით სიცოცხლეს თამბაქოზე!", „მსოფლიო გვსურს თამბაქოს გარეშე!"- ასეთი გახლდათ ახალგაზრდების გზავნილები, რითიც თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ნიკოტინი მავნეა.