ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი შექმნეს
29-07-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი შექმნეს.
„ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - შექმნილი ვიდეოკოლაჟით გვინდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ხშირად ის, რაც უფროსებს აღზრდის მეთოდად მიაჩნიათ, ძალადობაა - ძალადობა ბავშვზე! #შეჩერდი! #დაფიქრდი! #ნუიქნებიმოძალადე!“,- წერენ მოსწავლეები სოციალურ ქსელში.