
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
წელს სკოლას ერთი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე ანა მათეშვილმა დაამთავრა.
ასევე საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს ინა სანდომისაშვილმა, ნუკა ჯოხარიძემ, ნიკოლოზ მენთეშაშვილმა, ნანა ფხოველიშვილმა და ხატია ხატიაშვილმა.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს.
კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.