ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის VII კლასს izrune.ge-ს „მეგობრული კლასის“ ტიტული მიენიჭა. კლასის დამრიგებელი ნათელა გელაშვილი გახლავთ.
„მეგობრული კლასი“ ეს არის წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს ინოვაციურ საგანმანათლებლ პორტალ
izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.